კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაში წვლილის შეტანას ცდილობს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, ევროკავშირი ცდილობს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს.
როგორც კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულთა საქმეებს ყურადღებით აკვირდებიან და არსებული არხების მეშვეობით ცდილობენ მათ გათავისუფლებაში წვლილის შეტანას.
„ყურადღებით ვაკვირდებით სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეს. არსებული არხების მეშვეობით ვცდილობთ, მათ სწრაფ გათავისუფლებაში წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.