2019-20 წლების რეგულარული სეზონი „მინესოტასთვის“ ძალიან რთულად მიმდინარეობს. „ტიმბერვულვზი“ დასავლეთ კონფერენციაში 16 მოგებითა და 37 წაგებით ბოლოსწინა მე-14 ადგილზე იმყოფება.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდმა დეანჯელო რასელი დაიმატა, ენდრიუ ვიგინსი კი „გოლდენ სტეიტში“ გაუშვა.
მინესოტელთა ერთ-ერთი ლიდერი კარლ ენტონი ტაუნსი კი „შარლოტთან“ შეხვედრაში დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, ყველა ვარსკლვავის პაუზის შემდეგ ტაუნსს რეგულარულის რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რაც „ვულვზის“ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. პირველი თამაში მათ 21 თებერვალს „ბოსტონის” წინააღმდეგ მოუწევთ.
კარლ ენტონი ტაუნსმა მიმდინარე სეზონზე ტრავმის გამო უკვე გამოტოვა რამდენიმე შეხვედრა.