კარლ ენტონი ტაუნსი მინიმუმ ორ კვირას გამოტოვებს
კარლ ენტონი ტაუნსი მინიმუმ ორ კვირას გამოტოვებს

„მინესოტასთვის“ მიმდინარე სეზონი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. გუნდი დასავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა მე-14 ადგილზე იმყოფება და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

ახლა კი „ტიმბერვულვზის“ მდგომარეობა ერთი ორად გართულდა. გუნდის ლიდერმა კარლ ენტონი ტაუნსმა მაჯის მოტეხილობა მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, მინიმუმ ორი კვირის გამოტოვება მოუწევს.

ტოუნსი „შარლოტთან“ მატჩში დაშავდა. მინესოტელთა წამყვანი მოთამაშის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.