კარანტინი ბოლნისში - საქართველოს პირველი არხი ქალაქიდან, სადაც სპეციალური წესები მოქმედებს
ბოლნისში კარანტინის გამო ყველა შესასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. მოწყობილია ოთხი ბლოკ-პოსტი. მუნიციპალიტეტიდან არავის უშვებენ. გამონაკლისი მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. რაც შეეხება შესვლას, ბოლნისში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში არიან ჩაწერილები. თუმცა, ისინი ორი კვირის განმავლობაში რაიონს ვეღარ დატოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამგლოვიარო სუფრაზე, სადაც დაინფიცირებული ქალი იმყოფებოდა, ბოლნისის რამდენიმე მცხოვრებიც იყო. შესაძლო კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში გაუშვეს. ახლა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები თბილისიდან სპეციალურ ეკიპირებას ელოდებიან, რომ კარდაკარ ყველა ადგილობრივის შემოწმება დაიწყონ.
ბოლნისში გიორგი კობერიძე და შოთა ჩოხელი მუშაობენ.