კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივაცია მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობაში იქნება დასაშვები
კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივაცია მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობაში იქნება დასაშვები

კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივაცია დასაშვები იქნება მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობაში, – ამის შესახებ აღნიშნულია კანაფის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში.

ამასთან, შენობა აღჭურვილი უნდა იყოს შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვითა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე.

​პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა განკუთვნილია მხოლოდ ექსპორტისთვის და დაუშვებელია მისი შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ან ფარმაცევტული პროდუქციის საცალო ან საბითუმო რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ექსპორტის მიზნით, შესაბამისი ლიცენზიის მფლობელის მიერ მოყვანილი/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან მისი შემცველი პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის შემთხვევებისა.

ამასთან, დაუშვებელია, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო ასევე სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის, კულტივირების, გადამუშავების, შენახვის ან მისი შემცველი პროდუქციის წარმოება.

კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის ღირებულება 25 000 ლარი იქნება.

საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო იქმნება.