კანადურმა სამხედრო ვერტმფრენმა, რომელიც ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობდა, იონიის ზღვაში კატასტროფა განიცადა
კანადურმა სამხედრო ვერტმფრენმა, რომელიც ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობდა, იონიის ზღვაში კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „გრიქ რეფორთერი“ ავრცელებს.
საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენი, „სიეიჩ-124 სი ქინგი“ კანადური ფრეგატიდან აფრინდა და კუნძულ კეფალონიის დასავლეთით, საბერძნეთის ტერიტორიული წყლებიდან 20 საზღვაო მილში ჩამოვარდა.
ვერტმფრენის ბორტზე სამიდან ექვსამდე მგზავრი იმყოფებოდა, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ. კანადური სამხედრო ვერტმფრენი ნატოს სწრაფი რეაგირების მე-2 მუდმივი საზღვაო ჯგუფის სამხედრო-საზღვაო წვრთნებში იღებდა მონაწილეობას. სამხედრო ჯგუფის შემადგენლობაში ოთხიდან ექვსამდე გამანადგურებელი და ფრეგატი შედის.