კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ქვეყანაში „რთულ ზამთარს“ პროგნოზირებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კანადაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 2 674 ახალი შემთხვევა.
გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი, 10 ათასს გადააჭარბა, რასაც ქვეყნის პრემიერმა ეროვნული ტრაგედია უწოდა.
„ეს არის საშინელი ეროვნული ტრაგედია. ოჯახებმა დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ისინი განადგურდნენ ამ ტრაგედიით და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფრო მეტი ტრაგედია გველოდება“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.