კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო - თბილისი... შესანიშნავი ვიზიტი მქონდა ბავშვობაში
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ დავოსში ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში სტუმრობა გაიხსენა.
„თბილისი… შესანიშნავი ვიზიტი მქონდა ბავშვობაში”, – აღნიშნა ტრიუდომ.
კანადის ლიდერმა პირველი არხის კიდევ ერთ კითხვას, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, არ უპასუხა.
კანადის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს მამასთან, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან პიერ ტრიუდოსთან ერთად სტუმრობდა.
ჯასტინ ტრიუდო თბილისში, 1982 წელს, 11 წლის ასაკში იმყოფებოდა.