კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო – თბილისი… შესანიშნავი ვიზიტი მქონდა ბავშვობაში 

16:48, 25.01.2018

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ დავოსში ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში სტუმრობა გაიხსენა.

„თბილისი… შესანიშნავი ვიზიტი მქონდა ბავშვობაში”, – აღნიშნა ტრიუდომ.

კანადის ლიდერმა პირველი არხის კიდევ ერთ კითხვას, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, არ უპასუხა.

კანადის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს მამასთან, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან პიერ ტრიუდოსთან ერთად სტუმრობდა.

ჯასტინ ტრიუდო თბილისში, 1982 წელს, 11 წლის ასაკში იმყოფებოდა.

მსგავსი