კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ავღანეთიდან 40 000 ლტოლვილის მიღებას გეგმავენ
კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ავღანეთიდან 40 000 ლტოლვილის მიღებას გეგმავენ.
„კანადა მიესალმება 40 000 ლტოლვილს და ჩვენ მოვუწოდებთ სხვებს, გააძლიერონ თავიანთი დახმარება ლტოლვილთა უსაფრთხო განსახლებისთვის“, – დაწერა ტრუდომ „ტვიტერზე“.
მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში „თალიბანმა“ ავღანეთის სამთავრობო ძალებზე შეტევა გააძლიერა და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული დაიკავა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქაბულის აეროპორტიდან დასავლური ქვეყნების მიმართულებით ავღანელთა მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა.