კანადის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა
კანადის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა

კანადის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა, რომელიც 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას მოიცავს, მათ შორის რუსული ელიტის წევრებსა და ძირითად რუსულ ბანკებს, ასევე კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

ტრუდოს თქმით, მისი ხელისუფლების მიერ მიღებული ეკონომიკური ზომები კოორდინირებული იყო „დიდი შვიდეულის“ წევრ სხვა ქვეყნებთან, რაც მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის შეფერხებას.

ტრუდომ კრემლის საომარ აქტს „მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის მასიური საფრთხე“ უწოდა. კანადა ასევე მიმართავს მის ფინანსურ ძალას რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებზე, მათ შორის ამ ქვეყნის თავდაცვის, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებზე.

კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.