კანადის დედაქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კანადის დედაქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადის დედაქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ძლიერი წვიმისა და მთიან ადგილებში ყინულის დნობის შედეგად რეგიონში არსებული მდინარეები ადიდდა, რის გამოც ცალკეულ ადგილებში მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლებები თითქმის ბოლომდე დაიტბორა.

დედაქალაქ ოტავასთან ერთად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ონტარიოს პროვინციის კიდევ რამდენიმე რეგიონში დატბორილია მთავარი საავტომობილო გზებიც, რის გამოც ცალკეულ დასახლებებთან კომუნიკაცია გართულებულია.

წყალდიდობის გამო საცხოვრებლის დატოვება ასობით მოსახლეს მოუხდა. ამჟამად ისინი დროებით საცხოვრებლებში არიან განთავსებულნი.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში რეგიონში კვლავ ნალექს ვარაუდობენ, რამაც ვითარება შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს.