კანადის დასავლეთ ნაწილში ტყის მასივზე ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კანადის დასავლეთ ნაწილში ტყის მასივზე ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადის დასავლეთ ნაწილში ტყის მასივზე ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ცეცხლი 200 ჰექტარ ტყის ფართობს უკიდია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით სტიქიის ზონაში და მასთან ახლოს მდებარე ავტომაგისტრალები გადაკეტა. განხორციელდა ათობით ოჯახის ევაკუაცია. ევაკუაცია შეეხო შტატში არსებულ კემპინგის ზონას, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლა ისინი დროებით ცენტრებში იმყოფებიან.

ტყის მასივს ცეცხლი 17 ივლისს მოეკიდა. მაღალი ტემპერატურისა და მშრალი ამინდების გამო სტიქია მალევე გავრცელდა. პირველივე დღეს ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ცეცხლის 40 კერა დაფიქსირდა. მათგან 9 მალევე გადაიზარდა დიდ ხანძარში.