კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებმა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს
კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებმა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებმა.

როგორც ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომუნიკეშია ნათქვამი, სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ვიდრე კომერციული რეისები სრულდება, დროულად დატოვონ ქვეყანა.

ანალოგიური მოწოდება გააკეთა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა და უკრაინაში არსებული მდგომარეობა „ძალიან სახიფათოდ” შეაფასა.

ამ ეტაპზე, უკრაინაში რჩებიან კანადის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, თუმცა, მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

უფრო ადრე, რუსეთის მხრიდან სერიოზული საფრთხის გამო, უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ, დანიამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ნიდერლანდებმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ისრაელმა.