კანადაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღეს, რომელიც სპეციალური „გამჭირვალობის რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს
კანადაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღეს.
მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დებულებებსაც მოტყუებითი ან ფარული ქმედებების წინააღმდეგ.
ცნობილია ისიც, რომ შეიქმნება სპეციალური „გამჭირვალობის რეესტრი“, სადაც უნდა დარეგისტრირდნენ გარკვეული პირები, რათა თავიდან იქნეს არიდებული უცხოური გავლენა ქვეყნაში.
ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა და სხვა უცხოურმა პირებმა, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ, შეიძლება, დაიქირავონ პირები, რათა მათ იმოქმედონ მათი სახელით და არ გაამჟღავნონ კავშირები კონკრეტულ პირებთან.
სამოქალაქო საზოგადოება ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს. მათი თქმით, კანონპროექტმა, შესაძლოა, ადამიანთა უფლებები დაარღვიოს.