კანადაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა
კანადაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა

კანადაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა. ინიციდენტი ქალაქ კვებეკში მოხდა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, „უცნობი მამაკაცი, რომელსაც შუა საუკუნეების ფორმა ეცვა, ცივი იარაღით თავს დაესხა ადამიანებს და რამდენიმე მათგანი დაჭრა“.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, 20 წლის თავდამსხმელი მალევე დააკავეს. მომხდარის შემდეგ მოქალაქეებს მოუწოდეს, ქუჩაში გასვლისგან დროებით თავი შეიკავონ.