კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციაში შეიარაღებული თავდასხმის დროს 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია.
თავდამსხმელი 51 წლის სტომატოლოგი, გაბრიელ ვორტმენია, რომელიც პოლიციის ფორმაში იყო გადაცმული. მისი დევნის ოპერაცია 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
თავდასხმის მიზეზი ჯერ უცნობია. პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად ამ ეტაპზე არ განიხილავს.