კანადაში, სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული მუსლიმური ოჯახის წევრების მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა
კანადაში, სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული მუსლიმური ოჯახის წევრების მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა

კანადაში, სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული მუსლიმური ოჯახის წევრების მხარდასაჭერად მასობრივი მსვლელობა გაიმართა. ინფორმაცია სააგენტო „ევრონიუსზე“ ვრცელდება.

მსვლელობა ონტარიოს შტატში მდებარე ქალაქ ლონდონში მოეწყო.

მსვლელობის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის შემცველი ტრანსპარანტები ეჭირათ. მათ შორის „სიძულვილის ადგილი აქ არ არის“ და „სიყვარული სიძულვილზე მაღლა დგას“. მსგავსი მსვლელობები ონტარიოს შტატის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

მუსლიმური ოჯახის ოთხ წევრს, გასულ კვირას, 20 წლის ნათანიელ ველტმანი ​სატვირთო მანქანით დაეჯახა. მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი სახლის წინ სეირნობდნენ. ინციდენტს გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლებას შესაბამისი ზომების გატარება მოსთხოვეს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ მომხდარი „ტერორისტულ შეტევად“ შეაფასა და ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და ინტერნეტში სიძულვილის ჩახშობის პირობა დადო.