კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს
კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.
კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილი მაილს სანდერსონი, რომლის ძებნა სამ პროვინციაში მიმდინარეობდა დღეს დააკავეს.
პოლიციამ იგი საპატიმროში გადაიყვანა.
მაილს სანდერსონს არაერთი სასჯელი ჰქონდა მოხდილი ფიზიკური პირებისა და საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის.
5 სექტემბერს სასკაჩევანის პროვინციაში ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 18 კი, დაშავდა. თავდასხმები 13 სხვადასხვა ადგილზე მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილებად ძმები მაილს და დამიენ სანდერსონები ითვლებოდნენ.
31 წლის დამიენ სანდერსონის ცხედარი იმ რაიონში იპოვეს, სადაც რამდენიმე მსხვერპლი ცხოვრობდა. მაილს სანდერსონს კი, პოლიცია ამ დრომდე ეძებდა.