კანადაში სამი პოპულარული ვიდეობლოგერი ჩანჩქერიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა
კანადაში სამი პოპულარული ვიდეობლოგერი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. რაიკერ გემბელი, ალექსეი ლიახი და მეგან სკრეპერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ და ვიდეოპორტალ Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეობლოგებს აქვეყნებდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, სამი ვიდეობლოგერი ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში, შენონ ფოლსის ჩანჩქერის თავზე ბანაობდნენ, რა დროსაც, ისინი 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.
თუმცა, როგორც კანადური მედია წერს, მოგზაურები სეირნობდნენ, როდესაც მეგან სკრეპერი წყალში ჩავარდა, მისმა მეგობრებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა სცადეს, წყლის სწრაფ დინებას ვერ გაუმკლავდნენ და ჩანჩქერიდან გადავარდნენ.