კანადაში, საჯარო ბიბლიოთეკაზე თავდასხმისას დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი
კანადაში, საჯარო ბიბლიოთეკაზე თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ ვანკუვერში მოხდა. გამოცემის ცნობით, უცნობი მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელი დანით საკუთარ თავს აყენებს ჭრილობებს, შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.
პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი პირია.
მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა კანადის პრემიერ-მინისტრმა. ჯასტინ ტრიუდოს თქმით, ის უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაჭრილებს.