კანადაში ქუჩაში გამვლელებისთვის ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი დააკავეს
კანადელმა სამართალდამცველებმა, ტორონტოში 20 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც გასულ თვეს ქუჩაში, ცეცხლის გახსნაშია ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, 9-დან 21 იანვრის პერიოდში, ადამ აბდი ქუჩაში გამვლელებს ესროდა და ტერიტორიიდან გარბოდა.
სამართალდამცველებმა ასეთი ხუთი ეპიზოდი აღრიცხეს.
საერთო ჯამში ადამ აბდიმ ცეცხლი შვიდი ადამიანის მიმართულებით გახსნა, მათ შორის ერთი 4 წლის გოგონა აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმის შედეგად, მხოლოდ ორი ადამიანი დაიჭრა.