კანადაში „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კანადა წლის ბოლომდე „მოდერნას“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს, ხოლო 31 იანვრისთვის ქვეყანას „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინების 1,2 მილიონი დოზა ექნება.
„როგორი ბნელიც არ უნდა იყოს ზამთარი, გაზაფხული მოდის და უკეთესი დღეები ისევ დაბრუნდება“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ბრიფინგზე.
„როიტერი“ წერს, რომ კანადაში ამჟამად „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კანადაში გამოვლენლია ინფიცირების 521 509 შემთხვევა, მათ შორის 14 425 პაციენტი გარდაიცვალა.