კანადაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა
კანადაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 1195-ს მიაღწია.
კანადაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 9700-ს აღწევს. ვირუსზე ტესტი ნახევარ მილიონ მოქალაქეს ჩაუტარდა.