კანადაში ამწის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ კელოუნაში მოხდა. მშენებარე ობიექტთან ამწეს ჩამოვარდნის დროს რამდენიმე მუშა იმყოფებოდა. სამართალდამცველებს გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დაუსახელებიათ.
ამწის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ასევე რამდენიმე ახლომდებარე შენობა. პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილი ამ დროისთვის უსაფრთხო არ არის, ამიტომ განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.