კანადამ რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
კანადის ხელისუფლებამ მის მიერ მანამდე შემოღებული შემაკავებელი ზომები გააფართოვა და დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში“, – აღნიშნეს კანადის საგარეო უწყებაში.
ამრიგად, კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციას, ან იქ არსებულ ნებისმიერ ინდივიდს მიაწოდონ საწარმოო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია შავ მეტალურგიასთან, მზა ლითონის ნაწარმის, კომპიუტერების, ელექტრონიკის, ოპტიკის, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო წარმოებასთან, აგრეთვე სამრეწველო მომსახურებასთან სახმელეთო ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრანსპორტირების სფეროში.