კანადა უმკაცრესად გმობს სირიის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას
კანადა შეშფოთებულია სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო. ამის შესახებ ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„კანადა უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას სირიის მიერ. რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, რაც ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სირიის ქმედებები გამოწვევის წინაშე აყენებს კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის ამ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შანსებს. კანადა უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანადა მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
„ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს გაერო-ს წესდებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.