კანადა უკრაინის სამხედრო დახმარების გაფართოებას გეგმავს
კანადა უკრაინის სამხედრო დახმარების გაფართოებას გეგმავს

კანადა უკრაინის სამხედრო დახმარების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება კანადის თავდაცვის მინისტრმა ჰაჯიდ საჯანიმ გააკეთა. ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე საჯანიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კანადა მუდმივად ფიქრობს თუ როგორ უნდა დაეხმაროს უკრაინას.

“ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ, როგორ დავეხმაროთ უკრაინას, მისთვის ასეთ მძიმე დროს, არაფრით პროვოცირებული რუსეთის აგრესიისგან დასაცავად” – განცხადა კანადის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს კანადამ უკრაინაში საბრძოლო იარაღის ექსპორტი გააფართოვა.