კანადა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს
კანადა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა განაცხადა.
„ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ტერორისტულ ერთეულთა სიაში შეიყვანოს“, – აღნიშნა ლებლანმა.
ამასთან, მან დაადანაშაულა ირანის რეჟიმი „ტერორიზმის მხარდაჭერაში“ და „ადამიანის უფლებების მუდმივ უგულებელყოფაში“.
მაისში კანადის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.
შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარში თეირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომელიც ირანული რაკეტით ჩამოაგდეს, დაიღუპა კანადის 85 მოქალაქე.
მსხვერპლთა ოჯახები წლების განმავლობაში ითხოვდნენ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის შეყვანას კანადაში ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში.