კამპანია „სირცხვილიას“ ფარგლებში ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციაზე, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან, სამთავრობო ცვლილებებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს საპროტესტო აქციაზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით – „სირცხვილია წადი“, „გახარია შენზე უარია“.
„78 დღეა მიმდინარეობს პროტესტი თბილისში, გვინდა ეს მუხტი რეგიონებშიც გადავიტანოთ. ხალხმა მიიღო იმის საწინააღმდეგო, რასაც ითხოვდა, ეს არის ხალხის სულში ჩაფურთხება“, – განაცხადა კამპანია „სირცხვილიას“ ორგანიზატორმა, გიორგი ნონიაშვილმა.