კამპანია „სირცხვილიას“ ფარგლებში ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება
კამპანია „სირცხვილიას“ ფარგლებში ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

კამპანია „სირცხვილიას“ ფარგლებში ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციაზე, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან, სამთავრობო ცვლილებებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს საპროტესტო აქციაზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით – „სირცხვილია წადი“, „გახარია შენზე უარია“.

„78 დღეა მიმდინარეობს პროტესტი თბილისში, გვინდა ეს მუხტი რეგიონებშიც გადავიტანოთ. ხალხმა მიიღო იმის საწინააღმდეგო, რასაც ითხოვდა, ეს არის ხალხის სულში ჩაფურთხება“, – განაცხადა კამპანია „სირცხვილიას“ ორგანიზატორმა, გიორგი ნონიაშვილმა.