კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის პირველ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი იმ თაღლითებს შეადარა, რომლებსაც პროკურორობის დროს დევნიდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის პირველ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი იმ თაღლითებს შეადარა, რომლებსაც პროკურორობის დროს დევნიდა.
კამალა ჰარისი მხარდამჭერებს ვისკონსინის შტატში შეხვდა და ხაზი გაუსვა კალიფორნიაში მთავარ პროკურორად მუშაობის გამოცდილებას.
„დავუპირსიპირდი ყველა სახის დამნაშავეს. ბოროტმოქმედებს, რომლებიც ძალადობდნენ ქალებზე; თაღლითებს, რომლებმაც მოატყუეს მომხმარებლები; თაღლითებს, რომლებიც არღვევდნენ წესებს საკუთარი მიზნებისთვის. ასე რომ, მომისმინეთ, როცა ვამბობ, რომ ვიცი დონალდ ტრამპის ტიპი“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ჩამოაყალიბა რამდენიმე ლიბერალური პრიორიტეტი იარაღის კონტროლისა და აბორტის ხელმისაწვდომობის შესახებ, ასევე, ბავშვთა სიღარიბეზე, პროფკავშირულ უფლებებსა და ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე.