კამალა ჰარისი - მოხარული ვარ, რომ ტრამპი საბოლოოდ დათანხმდა დებატებს, იმედია, მოვა
მოხარული ვარ, რომ ტრამპი დებატებს საბოლოოდ დათანხმდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„კარგია, რომ დათანხმდა დებატებს 10 სექტემბერს, მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, ტრამპი მოვა“, – განაცხადა ჰარისმა დეტროიტის შტატის დატოვებამდე, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
„როიტერის“ ცნობით, „ეს იქნება ჰარისისა და ტრამპის პირველი დებატები, რომელიც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, საკმაოდ დაძაბული იქნება“.
მანამდე კი განცხადება „ეიბისიმ“ გავრცელა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი დათანხმდნენ, დებატები 10 სექტემბერს მათ ეთერში გაიმართოს.
„ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს დებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა დებატების ჩატარების საკითხი.