კამალა ჰარისი - 20-ზე მეტ შტატშია ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვები აბორტზე, რაც არ ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, ეს ამორალურია
20-ზე მეტ შტატში არის ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვები აბორტზე, რაც არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებშიც კი. ეს არის ამორალური, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპთან ტელედებატების დროს განაცხადა.
მან ტრამპს ბრალი დასდო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში Roe v. Wade-ის გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით.
როგორც ცნობილია, 1973 წელს Roe v. Wade-ის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აბორტის უფლება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-14 შესწორებით დაცული უფლებაა. 50 წლის შემდეგ, 2022 წლის 24 ივნისს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა.
ამასთან, კამალა ჰარისმა ასევე ხაზი გაუსვა აბორტის აკრძალვის რეალურ შედეგებს:
„ორსული ქალები, რომლებსაც სურთ ორსულობის ბოლომდე მიყვანა, მუცლის მოშლის დროს ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას, რადგან ექიმებს ეშინიათ ციხეში მოხვედრის. 12-13 წლის ინცესტის მსხვერპლი იძულებულია, ორსულობა ბოლომდე მიიყვანოს. მათ ეს არ სურთ“.