კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორი ელენი კოუნალაკისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აშშ-ის კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი ელენი კოუნალაკისი ვიდეომიმართვაში ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სიამაყით აღნიშნავს, რომ სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალგახსნილ გენერალურ საკონსულოსთან კოორდინაციით, საქართველოსთან თანამშრომლობა და მეგობრობა გაღრმავდება.
„მოხარული ვარ, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილე. კალიფორნია ამაყობს, რომ მასპინძლობს სან-ფრანცისკოში საქართველოს ახალ გენერალურ საკონსულოს. ჩვენ სულმოუთქმელად ველით მეგობრობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მომდევნო თვეებსა და წლებში. გილოცავთ თქვენი ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს და ყველა ქართველს, ქვეყნის მასშტაბით და მთელს მსოფლიოში“, – აცხადებს კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.