კალიფორნიის შტატიდან მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ ერთხელ განხორციელდა
კალიფორნიის შტატიდან მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ ერთხელ განხორციელდა. ტყეში გაჩენილი ხანძრების გამო, საკუთარი სახლის მიტოვება 50 000 მოქალაქეს მოუხდა. ძირითადად საუბარია ქალაქ ვინძორისა და ჰელდსბურგის მცხოვრებლებზე.
ხანძრის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება მილიონობით აბონენტს შეუწყდა. 36 დასახლების მცხოვრებლებს დენი 48 საათის განმავლობაში არ ექნებათ.
საგანგებო მდგომაროება გამოცხადდა ლოს ანჯელესსა და სონომას რაიონში. ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ათასობით მეხანძრე ცდილობს.