თურქეთში, კურორტ ქემერთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 600-ზე მეტი ადამიანი, ათი თვითმფრინავი და 22 შვეულმფრენია ჩართული
თურქეთში, კურორტ ქემერთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 600-ზე მეტი ადამიანი, ათი თვითმფრინავი და 22 შვეულმფრენია ჩართული

თურქეთში, კურორტ ქემერთან გაჩენილი ტყის ხანძრების ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.

მედიის ცნობით, რეგიონის რთული რელიეფის გამო, რთულია სახმელეთო გზით მისვლა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები ღამის ხედვით აღჭურვილ ვერტმფრენებს იყენებენ.

ანტალიის გუბერნატორის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქემერში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება, თუმცა ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ათი თვითმფრინავი, 22 შვეულმფრენი, 600-ზე მეტი ადამიანი და სხვადასხვა ორგანიზაცია აგრძელებენ ხანძრის ჩაქრობას ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.

პარალელურად, ანტაკიის რაიონში, ჰატაის პროვინციაში კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თურქეთის ხელისუფლებამ ინციდენტზე სწრაფი რეაგირება მოახდინა და შემთხვევის ადგილზე გაგზავნა ორი სახანძრო თვითმფრინავი, ცხრა ვერტმფრენი, ათი სახანძრო მანქანა.