კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეში სროლას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავდამსხმელიც
კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეში სროლას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავდამსხმელიც. საავადმყოფოშია გადაყვანილი ერთი დაშავებულები.
„სიენენის“ ინფორმაციით, შემთხვევა სარკინიგზო კომპანიის კომპლექსის ტერიტორიაზე მოხდა. ინციდენტში მონაწილე ყველა პირი ამავე კომპანიის თანამშრომელია.
თავდასხმის მოტივი უცნობია. ტერიტორიას ამ წუთებში გამნაღმველები ათვალიერებენ, მას შემდეგ, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობაზე ეჭვი გაჩნდა.