კალიფორნიის პროკურატურა 13 შვილის მშობლების მიმართ დეტალურ ბრალდებას აქვეყნებს
კალიფორნიის პროკურატურა 13 შვილის მშობლების მიმართ დეტალურ ბრალდებას აქვეყნებს

კალიფორნიის პროკურატურა 13 შვილის მშობლების მიმართ დეტალურ ბრალდებას აქვეყნებს. 56 წლის დევიდ ტურპინსა და 49 წლის ლუის ტურპინს ბრალად წამება, შევიწროება და უკანონო პატიმრობა ედებათ. ამის შესახებ რივერსაიდის სამხარეო პროკურორმა მაიკ ჰესტრინმა განაცხადა.
ტურპინებს ბრალს ოფიციალურად სასამართლოში წარუდგენენ.
პროკურორის თქმით, 13-ვე შვილი ნაშიმშილებია.

კვირის დასაწყისში სახლიდან ტურპინების ერთ-ერთმა შვილმა გაქცევა მოახერხა. როგორც მან სამართალდამცველებს უთხრა, გაქცევას დებთან და ძმებთან ერთად ორი წლის განმავლობაში გეგმავდა.
გოგონა ფანჯრიდან დასთან ერთად გაიპარა, თუმცა მოგვიანებით მეორე გოგონას შეეშინდა და სახლში დაბრუნდა.
ტურპინების შვილები, რომელთა ასაკი 2-დან 29 წლამდეა, გათავისუფლების შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებიან.