კალიფორნიაში ტყის მასივებზე გავრცელებულმა ხანძარმა ფერედაისის დასახლებაში ათასამდე საცხოვრებელი სახლი გადაწვა. ცეცხლი სამი ათას ჰექტარზეა გავრცელებული.
დასახლებიდან უსაფრთხოების მიზნით 27 ათასამდე მცხროვრებლის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს.