კალიფორნიის ქალაქ სან ანტონიოში, ლონგ ბიჩის დასახლებაში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა. მოტივი უცნობია.
მოგვიანებით, ადგილობრივმა პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა. სან ანტონიოს სამართალდამცავ ორგანოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია არ მიენიჭება. გამოძიება უკვე დაწყებულია.