კალიფორნიაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის შტატის ქალაქ რედ-ბლაფში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.სიენენის ინფორმაციით, ინციდენტი სუპერმარკეტების ქსელ „უოლმარტის“ სადისტრიბუციო განყოფილებასთან მოხდა. გავრცელებული ცნობით, შენობის შესასვლელთან თეთრი ფერის ავტომობილი გაჩერდა, იქიდან გადმოსულმა მძღოლმა კი რამდენიმე ათეული გასროლა განახორციელა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სუპერმარკეტის ერთი თანამშრომელი და რამდენიმე დაშავდა. თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებსაც. საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელი დაიჭრა, თუმცა მოგვიანებით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თავდამსხმელი 31 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

დატოვე კომენტარი