კალიფორნიაში, ბოულინგის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ამერიკული მედია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ინციდენტი შტატის დასავლეთ ნაწილში, ლოს-ანჯელესთან ახლოს მდებარე ქალაქ ტორანსში მოხდა.
როგორც ცნობილია, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი ქალაქის ერთ-ერთი ბოულინგის ცენტრში გახსნა.
შემთხვევის ადგილზე ამჟამად სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებსგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.