კალიფორნიაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.
ამერიკული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.
შემთხვევა შტატის დასავლეთ ნაწილში, ლოს-ანჯელესთან ახლოს მდებარე ქალაქ ტორანსში მოხდა. როგორც ცნობილია, სროლა ბოულინგის სათამაშო ცენტრში დაფიქსირდა.
შემთხვევის ადგილზე ამჟამად სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებსიგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.