კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო 25 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო 25 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიაში გავრცელებული მასშტაბური ტყის ხანძრის გამო 25 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარი ოროვილის დასახლების სიახლოვეს, ტყის მასივებზეა გავრცელებული და ამ დროისთვის 1200-ზე მეტი ჰექტარის ფართობი მოიცვა.

კლიმატოლოგები სტიქიის კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებენ, რადგან რეგიონში ძლიერი გვალვა და ცეცხლის ათობით კერაა. ამ ეტაპზე ოროვილში სტიქია შეკავებული და ლოკალიზებულია. მეხანძრეები ცდილობენ, ცეცხლს ჩრდილოეთით გავრცელების საშუალება არ მისცენ.

ექსპერტების თქმით, აშშ-ის დასავლეთ სანაპირო, უკვე ათწლეულზე მეტია, არიდიფიკაციას განიცდის და ბოლო 20 წელია, გვალვაა, რაც ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კლიმატური ცვლილებებითაა განპირობებული.