კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ რიჯკრესტის სიახლოვეს, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს, როგორც ნევადას, ასევე მექსიკის მცხოვრებლებმა.
სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი რიჯკრესტი დააზიანა. გავრცელებული ცნობით, არიან დაშავებულებიც. საგანგებო სიტუაციების სამსახურში დახმარების თხოვნით, ათობით გამოძახება დაფიქსირდა. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილები და საავტომობილო გზები.
ქალაქის მერის განცხადებით, ასეთი მასშტაბის მიწისძვრა ბოლო ორი ათეული წელია არ ახსოვთ. მას 160-მდე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრეც 2.5-დან 4.6 მაგნიტუდამდე მერყეობდა. დასახლებაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.