კალიები ე.წ. მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე [ფოტო/ვიდეო]
19:15, 24.06.2020
ე.წ. მუხიანის აგარაკების ტერიტორია, სადაც კალიების დიდი რაოდენობის კონცენტრაცია ფიქსირდება, სპეციალური ხსნარით დაამუშავეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
„ჩვენ მოგვმართეს დღეს. ვიმყოფებით მუხიანის ტერიტორიაზე, სადაც კალიების გავრცელება შეინიშნებოდა. მონიტორინგის ჯგუფმა წინასწარ განსაზღვრა ის ადგილები, სადაც ღონისძიებების ჩატარება იყო აუცილებელი და გატარდა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, რათა მომხდარიყო კერების ლიკვიდაცია და არ მომხდარიყო მავნებლის გადასვლა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. ეს კალია ადგილობრივი სახეობაა, რომელიც ოდითგანვე გვხვდება საქართველოში და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ ღონისძიებებს ატარებს ამ მავნებლის წინააღმდეგ. ჩვენ 16 000 ჰექტრამდე უკვე დამუშავებული გვაქვს ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ნიკოლოზ მესხმა.
მუხიანში კალიების დიდი რაოდენობით კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.