სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მუხიანში კალიების კონცენტრაციის ადგილს სპეციალური ხსნარით დაამუშავებენ
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მუხიანში კალიების კონცენტრაციის ადგილს სპეციალური ხსნარით დაამუშავებენ

მუხიანის აგარაკების ტერიტორიას, სადაც კალიების დიდი რაოდენობის კონცენტრაცია ფიქსირდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სპეციალური ხსნარით დაამუშავებენ. როგორც საქართველოს პირველ არხს სააგენტოს წარმომადგენელმა ნიკოლოზ მესხმა განუცხადა, სამუშაოები რამდენიმე წუთში დაიწყება, რის შედეგადაც კალიების სხვა ტერიტორიებზე გავრცელება არ მოხდება.

მესხის განმარტებით, იტალიური კალიები დაახლოებით ორ ჰექტარ ტერიტორიაზე არიან გავრცელებულნი და ამ ადგილას მათი მაღალი კონცენტრაცია ყამირი მიწების არსებობითაა გამოწვეული.

ნიკოლოზ მესხი ასევე აცხადებს, რომ კალიების მსგავსი კონცენტრაცია ამ ტერიტორიისთვის მაღალი ტემპერატურის პირობებში დამახასიათებელი მოვლენაა და სპეციალური სითხით დამუშავების შემდეგ მათი გავრცელება შეჩერდება.

მუხიანში კალიების დიდი რაოდენობით კონცენტრაციის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

დატოვე კომენტარი