კალათბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთს სძლია და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდა და 67:62 დაამარცხა. ამ შედეგით ქართველებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადილზე დაასრულეს, ჩამორჩნენ სლოვენიასა და საფრანგეთს, გაასწრეს პოლონეთს.
ჩვენი ნაკრები მერვედფინალში ითამაშებს. მისი მეტოქე ჯერ არ გარკვეულა. თუმცა ვინ შეიძლება დაიკავოს D ჯგუფში მეორე ადგილი და ვინ შეიძლება შეხვდეს „ჯვაროსნებს“, წინასწარ ცნობილია: იტალია, საბერძნეთი ან ისრაელი.
ქართველებმა პოლონეთთან მატჩის პირველი ტაიმი 32:36 წააგეს. გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა 20:9 მოიგო.
19 ქულით მატჩის ბომბარდირი ირაკლი ქარდავა გახდა, 15 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა ილია სულაძეს, ხოლო მათე ხატიაშვილმა და მათე ყავლაშვილმა 11-11 ქულა ჩააგდეს.