საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად.
ამ დროისთვის გრძელდება გაწმენდითი სამუშაოების წარმოება ავტოტრანსპორტის გადაადგილების ორმხრივად აღდგენის მიზნით.
შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.